21:22 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 13:08:19, 3961 ნახვა

სხვადასხვა
აშშ-ის საელჩო - გაუქმებულია სიფრთხილის ზომები თბილისში მდებარე 3 სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებით

საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს, რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი.

"გაუქმებულია სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებით არსებობდა" - წერს საელჩო. 

„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს თბილისში საელჩოს, რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი. რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა მისი რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის, თავი აერიდებინათ ამ ტერიტორიებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ 7 მაისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც დიპლომატიური უწყება წერდა, რომ მიიღეს შეტყობინება თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ

საფრთხის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სახელმწიფო უაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით გამეხმაურა და დიპლომატიური უწყება გააკრიტიკა. 

სუს-მა აშშ-ის საელჩო თბილისში შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებაში დაადანაშაულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics