|
2025-05-07 17:08:26, 983 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ნიკოლას მადუროს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნიკოლას მადუროს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ვლადიმერ პუტინმა ვენესუელელ კოლეგას, ნიკოლას მადუროს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი მეგობარი უგო ჩავესი ძალიან კარგად გვახსოვს. ის ბრწყინვალე ლიდერი იყო არა მხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ლათინური ამერიკისთვის. თქვენ ახლა მის საქმიანობას აგრძელებთ და ჩვენ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ნიკოლას მადურომ აღნიშნა, რომ ვენესუელისა და რუსეთის მეგობრობამ დროის გამოცდას გაუძლო. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, დღეს, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლას მადურო რუსეთსა და ვენესუელას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)