|
2025-05-07 16:54:37, 925 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვამ და ლატვიამ ვუჩიჩის თვითმფრინავს მოსკოვში ვიზიტის წინ საჰაერო სივრცე დაუხურეს
სერბული მედიის ინფორმაციით, ლატვიამ და ლიეტუვამ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. საინფორმაციო სააგენტოები Novosti-სა da Kurir-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ვუჩიჩის მოსკოვში ვიზიტს უკავშირდება, რომლის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტი 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრებას აპირებს. მედიის ინფორმაციით, ლატვიამ საჰაერო სივრცის დახურვა პოლიტიკური, ხოლო ლიეტუვამ ტექნიკური და დიპლომატიური სენსიტიურობით ახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვამ და პოლონეთმა ასევე უარი თქვეს სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დათმობაზე, რომელიც ასევე მიემგზავრება 9 მაისის აღლუმზე. 4 მაისს, ვუჩიჩის კარდიოლოგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აღლუმზე დასწრებას ნაკლებად სავარაუდოდ იყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)