|
2025-05-07 16:07:27, 779 ნახვა
მსოფლიო
ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით პირველი რეისი გაუქმდა
ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმში რეისი, რომელიც ადრე გადაიდო უკრაინული დრონით თავდასხმის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო, გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტ „ჩკალოვის“ ონლაინ დაფაზეა განთავსებული. 6 მაისს დაგეგმილი რეისი ამ მარშრუტზე პირველი პირდაპირი რეისი უნდა ყოფილიყო. რუსული მედიის ცნობით, ის ნიჟნი ნოვგოროდის ბიუჯეტიდან სუბსიდირდა. თავდაპირველად, გამგზავრება 7 მაისისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ საბოლოოდ რეისი მთლიანად გაუქმდა. უკრაინული დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთის რიგ რეგიონებსა და მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ფრენების შეზღუდვები დაწესდა. ავიაკომპანიებმა ათობით რეისის გაუქმების, დაგვიანებისა და გადამისამართების შესახებ განაცხადეს, რის გამოც მგზავრები საათობით ელოდებიან ფრენას ან სხვა ქალაქებში თვითმფრინავებში არიან ჩარჩენილები.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)