|
2025-05-07 13:44:18, 928 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვზე უკრაინული დრონების შეტევის გამო აეროპორტების უმრავლესობა ვერ ფუნქციონირებს
ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინული დრონების მიერ დედაქალაქზე მიტანილი იერიშის გამო აეროპორტების უმრავლესობა დაიხურა. მოსკოვის ძირითადი აეროპორტები მთელი ღამის განმავლობაში ფუნქციონირებას ვერ ახერხებდნენ, ხოლო რუსულმა ავიაკომპანიებმა ფრენების განრიგის გადახედვა დაიწყეს. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სულ მცირე 14 უკრაინული დრონი განადგურეს. ტელეგრამ არხ BAZA-ს ინფორმაციით, გაფრენას ათობით თვითმფრინავი ელოდება. არხის ცნობით, მთელი ღამე გაატარეს თვითმფრინავში Uzbekistan Airways-ის ტაშკენტი-მოსკოვისა და Aeroflot-ის ჩელიაბინსკი-მოსკოვის რეისის მგზავრებმა, რომლებსაც თვითმფრინავის დატოვების უფლება 7 საათის შემდეგ მისცეს. BAZA წერს, რომ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა სანკტ პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტშია. Emirates-ის რეისის მგზავრებს, რომელიც დუბაიდან მოდიოდა, თვითმფრინავიდან 6 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. ურალის ავიახაზების სამარყანდი-მოსკოვის რეისი კი თავდაპირველად ჟუკოვსკის აეროპორტმა არ მიიღო, რის შემდეგაც თვითმფრინავი სამარაში დაჯდა. ჩინეთის პრეზიდენტი 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)