|
2025-05-07 13:23:52, 1108 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - 11 იანვარს მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის კედელზე გაკვრა შეფასებული არის, როგორც სამართალდარღვევა
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის გაკვრა კედელზე შეფასებული არის, როგორც სამართალდარღვევა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რაც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ იანვარში დაიწყო. „დღევანდელი საქმის განხილვა შეეხებოდა მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს. 2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის გაკვრა კედელზე შეფასებული არის, როგორც სამართალდარღვევა და ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად, 3,5 თვის შემდეგ შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი. საქმის მასალებში მხოლოდ საუბარი არის სტიკერის გაკვრაზე და სხვა გარემოებებში მითითებული არის პოლიციელთა ჩვენებები. ის ფაქტი, რომ ზოგადად, შს სტიკერის გაკვრას თვლის სამართალდარღვევად, ეს არის აბსოლუტურად არათავსებადი როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ადამიანების უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან. აქამდე არსებული პრაქტიკა, პრეცედენტები, რაც იყო დამკვიდრებული, სტიკერის გაკვრა არ განიხილებოდა და არ ფასდებოდა, როგორც სამართალდარღვევა. 2025 წლის 11 იანვრიდან დღემდე მზიას მიმართ გავრცელებული რეპრესიული პოლიტიკა არის ამ ქმედების ერთ-ერთი გამოხატულება. მის მიმართ დაწყებული რეპრესიული პოლიტიკა გამოიხატება მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებში. ცხადია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ იყო უცხო და გასაკვირი. თავისთავად, ამ ფორმატით საუბარი ნიშნავს იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება შეგვიძლია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, ვინაიდან შსს მიიჩნევს, რომ სტიკერის გაკვრა არის კანონდარღვევა“, - განაცხადა ადვოკატმა. მისი განმარტებით, ეს არის იმ პროცესი გაგრძელება, რომელიც 11 იანვარს დაიწყეს და დღემდე გრძელდება. „რამდენიმე პირმა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა, სასამართლოს არასწორი და არასრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ეს პირები არიან გადმონაცვლებული სამართალდარღვევის საქმეში და ამტკიცებენ, რომ ისინი შეესწრნენ სტიკერის გაკვრას. ეს გარემოებები მათი მხრიდან არის შეფასებული, როგორც სამართალდარღვევა“,- განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. შსს ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ არსებულ დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრასა და ამ ქმედებით იერ-სახის დამახინჯებას ედავება.
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)