06:57 - 22 Oct, 2026
|
2025-05-06 20:42:14, 1255 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა - რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა თავდასხმას ახორციელებს
მოსკოვში სამმა აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს (როსავიაცია) პრესმდივანი, არტემ კორენიაკო ავრცელებს. მისი თქმით, ფრენების მიღება და გაშვება დროებით შეჩერებულია მოსკოვის სამ აეროპორტში: ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვკის. მოგვიანებით, ჟუკოვკის აეროპორტში დროებითი შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში ჯერ კიდევ ძალაში რჩება. მოსკოვის მიღმა, მუშაობის შეჩერება შეეხო ნიჟნი ნოვოგოროდის, კალუგის, ტამბოვისა და იაროსლავლის აეროპორტებს. ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომა და მოსკოვის მერმა განცხადებები გაავრცელეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმას ახორციელებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)