|
2025-05-06 16:57:10, 1295 ნახვა
ეკონომიკა
PLUS ბარათის გათამაშება გრძელდება – გაიცანით გამარჯვებული, რომელმაც 10 000 ლარი მოიგო
საქართველოს ბანკი PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. PLUS ბარათის მფლობელებისთვის PLUS ქულების დაგროვება სულაც არ არის ერთადერთი პრივილეგია – ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეთავაზებების, გათამაშებებისა თუ ფასდაკლებების ჩამონათვალში, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ საყიდლებს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. საქართველოს ბანკის PLUS ბარათის გათამაშება 7 აპრილს დაიწყო და 1 ივნისამდე გრძელდება. გათამაშების ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი გადახდისას 100, 1 000 ან 10 000 ლარი მოიგონ. გათამაშებას უკვე 1500-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი PLUS ბარათის ახალგაზრდა მომხმარებელი – რეზო გოგატიშვილია, რომელიც 10 000 ლარით დასაჩუქრდა. 18 წლის რეზო ფოთში მებაღედ მუშაობს და სწორედ ამ პარკის მახლობლად, ხშირად უწევს სასურსათო მაღაზიაში სიარული. რამდენიმე დღის წინ, კი ერთ-ერთი შენაძენის დროს, სრულიად მოულოდნელად გაიგო რომ გამარჯვებული გახდა. „გათამაშების შესახებ ვიცოდი, შეტყობინება მომივიდა რამდენიმე დღით ადრე, თუმცა ყურადღება მაინცდამაინც არ მიმიქცევია, რადგან ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომიგია და თავი ძალიან უიღბლოც კი მეგონა. გამარჯვება ძალიან მოულოდნელი იყო, რომ დამირეკეს თავიდან არც დავიჯერე, ხუმრობა მეგონა. PLUS ბარათი ერთი წლის წინ ავიღე. ვიცოდი, ქულების დაგროვებისა და სხვა შეთავაზებების შესახებ, თუმცა დიდად არ ვყოფილვარ ჩართული. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ რაღაცები შეუძლებელია, ნამდვილად დაიმსხვრა და სამომავლოდ ვაპირებ უფრო აქტიურად ვადევნო თვალი სხვადასხვა შეთავაზებებსა თუ გათამაშებებს”, - ამბობს რეზო. ინფორმაციისთვის, გათამაშებაში მონაწილეობა ყველას შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის თანხას გადაიხდით ან რომელ მაღაზიაში, ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ გათამაშებაში მონაწილეობას. გადახდისას აუცილებელია გამოიყენოთ PLUS ბარათი. დამატებითი უპირატესობაა ისიც, რომ გათამაშების პარალელურად მომხმარებლებს PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა აქვთ და მათი გადაცვლა სამომავლოდ სასურველ ნივთებსა თუ მომსახურებაში შეუძლიათ. შეუკვეთეთ PLUS ბარათი და ჩაერთეთ გათამაშებაში გათამაშება 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, წინ მთელი თვეა. არ დაკარგოთ დრო, აიღეთ PLUS ბარათი, ჩაერთეთ გათამაშებაში და დაელოდეთ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს. PLUS ბარათის აღებას ძალიან მარტივად, მის აღებას საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ. ბარათის ელექტრონული ვერსიას კი სულ რამდენიმე წუთში, მობილ ბანკში გაიაქტიურებთ.
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)