|
2025-05-06 16:39:56, 989 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერის არჩევნები - ბუნდესტაგში დღეს მეორე ტური გაიმართება
გერმანიის კანცლერის ასარჩევად ბუნდესტაგში ხმის მიცემის მეორე ტური დღეს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია The Guardian-მა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, იენს შპანზე დაყრდნობით გაავრცელა. იენს შპანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესს სრულიად ევროპა დააკვირდება. აგრეთვე, მმართველ კოალიციაში შემავალი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თანათავმჯდომარის, ლარს კლინგბეილის თქმით, ფრიდრიხ მერცის გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე დასამტკიცებლად „საჭირო უმრავლესობა იქნება“. ამავე გამოცემის ცნობით, კენჭისყრის მეორე ტური ადგილობრივი დროით 15:15 საათზე (თბილისის დროით 17:15 საათი) დაიწყება. შეგახსენებთ, დღეს, გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მას ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)