|
2025-05-06 16:28:08, 808 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს
რუსეთი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს. ამის შესახებ ციფრულ საქმეთა მინისტრმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ Reuters-ს განუცხადა. „პოლონეთის ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჩვენ ვდგავართ რუსული მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის უპრეცედენტო მცდელობის წინაშე. ეს ხდება დეზინფორმაციის გავრცელებით, პოლონეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჰიბრიდულ თავდასხმებთან ერთად, სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების პარალიზების მიზნით“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, თავდასხმები მიმართულია წყალმომარაგებისა და წყალარინების კომპანიების, თბოელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების და სახელმწიფო ადმინისტრაციის ორგანოების წინააღმდეგ. მისი თქმით, პოლონეთში რუსული აქტივობის დონე, კიბერშეტევების თვალსაზრისით, გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)