06:58 - 22 Oct, 2026
|
2025-05-06 12:49:50, 752 ნახვა
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცმა კანცლერობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო
გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა კი 307-მა მისცა. ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. ბუნდესტაგის ქვედა პალატას ქვეყნის კანცლერის ასარჩევად 14 დღე აქვს და ახლა მას უბრალო უმრავლესობა აირჩევს. კენჭისყრის მეორე ტური, შესაძლოა დღესვე ჩატარდეს. ცნობისთვის, ბუნდესტაგში კოალიციურ მთავრობაში შემავალი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ 328 დეპუტატია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)