|
2025-05-06 10:00:53, 691 ნახვა
მსოფლიო
პიტ ჰეგსეთი სამხედრო მაღალჩინოსნების შემცირებას გეგმავს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა ოთხვარსკვლავიანი ოფიცრების რაოდენობის 20%-ით შემცირების ბრძანება გასცა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასევე მინიმუმ 20%-ით შემცირდება გენერლების რაოდენობა ეროვნულ გვარდიაში და დამატებით 10%-ით შემცირდება გენერლების და ადმირალების რაოდენობა მთელ არმიაში. „მეტი გენერალი და ადმირალი მეტ წარმატებას არ იწვევს“, - განაცხადა ჰეგსეთმა. მისი განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებები მაღალი რანგის ოფიცრების დასასჯელად განკუთვნილი ნაბიჯი არ არის და ეს არის განხილვის პროცესის შედეგი, რომელიც განხორციელდა გაერთიანებული შტაბების უფროსებთან კოორდინაციით და მიზნად ისახავს სამხედროების მზადყოფნისა და ეფექტურობის მაქსიმიზაციას პოტენციური კონფლიქტისთვის. Bloomberg-ი წერს, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ შეთავაზებული ასეთი ცვლილებები კონგრესის მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს. ცნობისთვის, კონგრესის კვლევითი სამსახურის 2024 წლის მარტის ანგარიშის თანახმად, აშშ-ში, 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, 37 ოთხვარსკვლავიანი ოფიცერი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)