|
2025-05-05 21:40:15, 1443 ნახვა
მსოფლიო
არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ს ნებაყოფლობით დატოვებას გადაწყვეტენ, ტრამპის ადმინისტრაცია 1000 დოლარს და ავიაბილეთებს შესთავაზებს
არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ს ნებაყოფლობით დატოვებას გადაწყვეტენ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 1000 დოლარს შესთავაზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალ მიგრანტებს 1000 დოლართან ერთად ავიაბილეთებსაც შესთავაზებს და ეს ბევრად უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე მათი დეპორტაცია. „თუ თქვენ აქ არალეგალურად იმყოფებით, დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად თვითდეპორტაცია ამერიკის შეერთებული შტატების დატოვების საუკეთესო, უსაფრთხო და ყველაზე ეკონომიური გზაა“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირის დაკავების, მისი პატიმრობაში ყოლისა და დეპორტაციის საშუალო ღირებულება ამჟამად 17000 დოლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)