|
2025-05-05 20:43:58, 994 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მარჩელ ჩოლაკუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მმართველი კოალიციის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა. „ეს კოალიცია ლეგიტიმური არ არის, რადგან მისი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა“, - განაცხადა მარჩელ ჩოლაკუმ. მისი თქმით, პარტიის წევრი მინისტრები კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან განიხილავენ, დარჩებიან თუ არა ისინი დროებით მთავრობაში. ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გუშინ ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ნაციონალისტმა კანდიდატმა, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა დაახლოებით 41%-ით მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი გავიდა, ხოლო მმართველი კოალიციის კანდიდატმა, კრინ ანტონესკუმ მესამე ადგილი დაიკავა. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)