|
2025-05-05 19:01:38, 883 ნახვა
მსოფლიო
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მიერ მინიჭებული ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი გაასაჩივრა
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მიერ მინიჭებული ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი გაასაჩივრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ქალაქ კიოლნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საშინაო სადაზვერვო სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. შეგახსენებთ, გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გასულ პარასკევს გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, სააგენტოს საშუალება ეძლევა პარტიის მონიტორინგი გააძლიეროს. „ეთნიკურ და წარმომავლობაზე დაფუძნებული კონცეფცია რომელიც პარტიაში დომინანტურია, არ შეესაბამება თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგს. მისი მიზანია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების საზოგადოებაში თანაბარი მონაწილეობის აღკვეთა, მათ მიმართ ისეთი მოპყრობა რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)