|
2016-03-16 09:36:59, 467 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტურ თვითმმართველობებთან ვლადიმერ პაპავას შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
განათლების მინისტრის მოადგილის გია შარვაშიძისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ლადო პაპავას შეხვედრა სტუდენტურ თვითმმართველობებთან უშედეგოდ დასრულდა. დაპირისპირებული მხარეები პოზიციებს არ თმობენ და პროტესტს აგრძელებენ. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები კვლავ ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ და პირველი კორპუსის შენობის დატოვებას არ აპირებენ. რაც შეეხება სტუდენტთა მეორე ნაწილს, ისინი 115-ე აუდიტორიაში რჩებიან იმ დრომდე, ვიდრე თვითმმართველობა აქციას არ შეწყვეტს. ისინი ვლადიმერ პაპავას მოუწოდებენ თანამდებობა არ დატოვოს. გადადგომას არ აპირებს თავად რექტორიც. “ჩემი პოზიცია ურყევია, ვთვლი, რომ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორი არ შეიძლება გადადგეს, ამ პოზიციაზე ვდგავარ ახლაც“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)