|
2025-05-05 15:57:29, 707 ნახვა
მსოფლიო
კრემლი - პუტინისა და ტრამპის შეხვედრა აუცილებელია
კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა აუცილებელია. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პესკოვის თქმით, კრემლი რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრას საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა, ის კარგად უნდა იყოს მომზადებული. "ასეთი შეხვედრა აშკარად განხილვის საგანია. ბევრი მიზეზის გამო, ჩვენ მივიჩნევთ, რომ შეხვედრა, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ის სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული და ეს მოითხოვს ძალისხმევას სხვადასხვა დონეზე. ეს მოითხოვს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის იმ კონტაქტების გაგრძელებას, რომლებიც დაიწყო და ახლაც გრძელდება. ჯერჯერობით ამ საკითხზე რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს". - თქვა პესკოვმა. როგორც კრემლის პროპაგანდისტული მედია აღნიშნავს, აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინთან შესაძლო შეხვედრას მაისის შუა რიცხვებში, საუდის არაბეთში განიხილავს, თუმცა, პესკოვმა განმარტა, რომ უახლოეს მომავალში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტები დაგეგმილი არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)