|
2025-05-05 15:44:10, 720 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში აშშ-ის საელჩოს დროებითი ხელმძღვანელი ჯული დეივისი კიევში ჩავიდა
უკრაინაში აშშ-ის საელჩოს დროებითი ხელმძღვანელი ჯული დეივისი კიევში ჩავიდა. ჯული დეივისი კიევში აშშ-ის საელჩოს დროებით ხელმძღვანელად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეარჩიეს. დეივისი ამჟამად კვიპროსში აშშ-ის ელჩია და ამ მანდატსაც შეინარჩუნებს. ჯული დეივისი მსახურობდა როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის საკითხებში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში და როგორც აშშ-ის მისიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ნატო-ში. დეივისი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელი. ის ასევე მუშაობდა ამერიკის საელჩოებში სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში. გარდა ამისა, მას ჰქონდა გამოცდილება ეროვნული უშიშროების საბჭოში და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა განყოფილებაში. უკრაინაში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა თანამდებობა ტრამპის ადმინისტრაციასთან უთანხმოების გამო დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)