|
2025-05-04 16:07:01, 1002 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთში ანტიტერორისტულმა პოლიციამ ირანის 7 მოქალაქე დააკავა
გაერთიანებული სამეფოს ანტიტერორისტულმა პოლიციამ ორი სხვადასხვა გამოძიების ფარგლებში რვა მამაკაცი დააკავა, რომელთაგან შვიდი ირანის მოქალაქეა. 3 მაისს ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 29-დან 40 წლამდე ასაკის ხუთი პირი დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, ისინი კონკრეტულ ობიექტზე სავარაუდო თავდასხმას გეგმავდნენ. ხუთი დაკავებულიდან ოთხი ირანის მოქალაქეა. ისინი დასავლეთ ლონდონში, სვინდონში, სტოკპორტსა და მანჩესტერში დააკავეს. "ვიკვლევთ სხვადასხვა მიმართულებებს, რათა დავადგინოთ მოტივაცია და გავარკვიოთ, არსებობს თუ არა საზოგადოებისთვის რაიმე შემდგომი რისკი". - განაცხადა ლონდონის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელმა, დომინიკ მერფიმ. კიდევ ერთი ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში, რომელიც პირველ საქმეს არ უკავშირდება, ლონდონში 39-დან 55-წლამდე ასაკის კიდევ სამი ირანის მოქალაქე დააკავეს. მათი დაკავება "ეროვნული უსაფრთხოების აქტის" ფარგლებში მოხდა და მათ უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ სახიფათო საქმიანობას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)