|
2025-05-04 14:44:37, 1105 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია. ყველა უნგრელი იტყვის თავის სათქმელს ამ საკითხზე, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება. „პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ უნგრელ ხალხს მიმართა. ბატონო პრეზიდენტო! იმას, თუ რას ფიქრობს უნგრელი ხალხი არ წყვეტს კიევში პრეზიდენტი ან ბრიუსელში ბიუროკრატები. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია. ყველა უნგრელი იტყვის თავის სათქმელს ამ საკითხზე. მოგწონთ ეს თუ არა, ასე ვმოქმედებთ აქ“, - წერს ორბანი. შეგახსენებთ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის მიუხედავად, რომელმაც შესაბამისი ღია გამოკითხვა დააინიცირა. “სხვათა შორის, ორბანის ოპოზიციამ ღია გამოკითხვა მოამზადა ყველა უნგრელისთვის. 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ანუ უნგრეთში ხალხი ჩვენ მხარესაა. თქვენ იცით, რომ მან [ორბანმა] გამოკითხვა მოამზადა - იქ ვითომ ხალხი ჩვენ წინააღმდეგაა. ის აკონტროლებდა ამ გამოკითხვას. მაგრამ არის სხვა გამოკითხვა, და იქ 70% უკრაინის მხარესაა,” - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)