|
2025-05-04 10:31:35, 1143 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება, პირველი ეგზიტპოლების შედეგები კი საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევეა მოსალოდნელი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, არჩევნებში ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერი, ჯორჯ სიმიონი ლიდერობს. სიმიონის გარდა, არჩევნებში პრეზიდენტობის კიდევ 10 კანდიდატი მონაწილეობს. ცნობისთვის, ეს რუმინეთში ბოლო 6 თვეში მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია. გასული წლის ნოემბერში რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელეს. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)