|
2025-05-03 17:40:48, 878 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი - ვგმობთ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს რეგიონში ფრენების დაწყების შესახებ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. ,,ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში'' - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 1 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ბოლო 30 წელიწადში პირველი ფრენა შესრულდა. როგორც რუსული მედია წერს, ფრენა „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან ავიაკომპანია ЮВТ аэро-ს თვითმფრინავით განხორციელდა. ეს არის პირველი რეგულარული ავიარეისი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 1993 წლის შემდეგ. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტის გახსნის შესახებ განაცხადა. ე.წ. გახსნის ცერემონიას, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ესწრებოდა. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვის შემდეგ, რეგულარული რეისები სოხუმს რუსეთის ქალაქებთან დააკავშირებს.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)