|
2025-05-03 16:57:02, 755 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთმა პაკისტანიდან იმპორტი აკრძალა
ინდოეთმა პაკისტანიდან იმპორტი აკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური დირექტორატის განცხადებით, აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდება. „ეს შეზღუდვა მიღებულია ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთმა მომხდარში პაკისტანი დაადანაშაულა, რასაც ისლამაბადი უარყოფს, აცხადებს, რომ ინდოეთი სამხედრო მოქმედებების დაწყებას გეგმავს. თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, დიპლომატები გააძევა და ინდის წყლების განაწილების შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა, ხოლო პაკისტანმა ინდოეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების მოქმედება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)