03:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-03 12:39:38, 666 ნახვა

მსოფლიო
14 ივნისს, ტრამპის დაბადების დღეს, ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება

აშშ-ს არმიისა და პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბადების დღეს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება. აშშ-ს არმია 14 ივნისს 250, ხოლო ტრამპი 79 წლის გახდება. 

როგორც Reuters წერს, ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. აღლუმში, სავარაუდოდ, 6500-ზე მეტი სამხედრო, დაახლოებით 150 საბრძოლო-სადესანტო მანქანა და 50 სამხედრო თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. 

Reuters-ის მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, რომელშიც აღნიშნული გეგმებია აღწერილი, 14 ივნისამდე – კულმინაციის დღემდე, არმია ღონისძიებებს ერთი კვირის განმავლობაში გამართავდა. 

უცნობია, თუ რა თანხა დაჯდებოდა ღონისძიების ჩატარება. 

სამხედრო აღლუმები აშშ-ში იშვიათად იმართება. ასეთი ღონისძიებები სხვა ქვეყნებში ძირითადად რომელიმე ომში გამარჯვების აღსანიშნავად ან სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით იმართება. 

1-ელ მაისს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა მიანიშნა, რომ სამხედრო აღლუმის მსგავსი ღონისძიების გამართვა სურდა, თუმცა 14 ივნისი არ უხსენებია. 

"მრავალი ჩვენი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს აღნიშნავს, როგორც გამარჯვების დღეს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებისთვის.

ამგვარად, მე 8 მაისს ვაცხადებ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ, ხოლო 11 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ.

ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ვერავინ შეგვედრებოდა სიძლიერის, სიმამაცისა ანდა სამხედრო ბრწყინვალების თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ არასდროს აღვნიშნავთ არაფერს იმიტომ, რომ ლიდერები აღარ გვყავს, რომლებმაც ამის კეთება იციან!

ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას ხელახლა დავიწყებთ!" - წერდა აშშ-ს პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics