03:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 20:43:02, 1046 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმა რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდის წინადადებები შეიმუშავეს

 ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმა რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდის წინადადებები შეიმუშავეს. გამოცემა ინფორმაციას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წყაროები გამოცემასთან ამბობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასასრულებლად. უცნობია, თუ რას გულისხმობს ტრამპის გუნდის მიერ შემუშავებული წინადადებები. 

გუშინ, 1 მაისს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეიდი ვენსმა  თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე არ დასრულდება. ამის შესახებ ვენსმა Fox-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ის [ომი] არსად არ მიდის და მალე არ დასრულდება. კი, უკრაინელები გაბრაზებულები არიან, რომ რუსეთი მათ ტერიტორიაზე შეიჭრა, მაგრამ უნდა გაგრძელდეს ათასობით ჯარისკაცის სიკვდილი რამდენიმე მილი ტერიტორიის გამო?" – ამბობს ვენსი. 

ვენსი ასევე შეეხო აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათ მინერალებზე გაფორმებულ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა, ომის ბოლომდე დასრულება მხოლოდ უკრაინელებს და რუსებს შეუძლიათ.

"მე ოპტიმისტურად ვარ, მაგრამ რთულია თავდაჯერებით თქმა, რადგან რუსებმა და უკრაინელებმა უნდა გადადგან საბოლოო ნაბიჯები. ჩვენ მათ დავაწყებინეთ საუბარი, მშვიდობის შეთავაზებები წარვადგენინეთ, დავასრულეთ მინერალების შეთანხმება, ვფიქრობ, იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მათ უნდა თქვან, რომ აღარ უნდათ, ათასობით ახალგაზრდა ადამიანი კვდებოდეს"– თქვა ვენსმა. 

30 აპრილს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics