|
2025-05-02 13:34:58, 810 ნახვა
მსოფლიო
დენის შმიგალი - უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი აშშ-ში დარეგისტრირდება, მისი ანგარიშის ვალუტა კი გრივნა იქნება
უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი, რომლის შექმნასაც აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს, აშშ-ში დარეგისტრირდება და მისი ანგარიშის ვალუტა გრივნა იქნება, - ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „წინასწარი შეთანხმებით, ფონდი დარეგისტრირდება აშშ-ში, მაგრამ ანგარიში იქნება უკრაინაში და შევსება მოხდება გრივნაში“, - ციტირებს ჟელეზნიაკი პრემიერ-მინისტრის სიტყვებს. კითხვაზე, ნამდვილად იგეგმება თუ არა შეთანხმების რატიფიცირება 8 მაისს, შმიგალმა უპასუხა, რომ იმედოვნებენ, ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება. „ჩვენ ვითხოვთ რატიფიკაციას რაც შეიძლება მალე. მადლიერები ვიქნებით“, - ციტირებს პარლამენტის წევრი შმიგალის სიტყვებს. რაც შეეხება დანარჩენ ორ დოკუმენტს, რომლებმაც შეთანხმების ტექნიკური დეტალები უნდა განსაზღვრონ, შმიგალმა განაცხადა, რომ ეს არის ინსტიტუციებს შორის შეთანხმებები, რომლებიც პრინციპულად შეთანხმებულია და რატიფიკაციას არ ექვემდებარება. შეგახსენებთ, ვაშინგტონმა და კიევმა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა მოაწერეს. შეთანხმება აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)