|
2025-05-02 09:50:39, 938 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელმა სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს შეუტია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს შეუტია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი დრუზების თემის წევრებს დაიცავს. „ისრაელმა გუშინ ღამით დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად დარტყმა განახორციელა. არ დავუშვებთ (სირიის) ძალების განლაგებას დამასკოს სამხრეთით ან დრუზების თემისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმა დამასკოში, აჰმედ ჰუსეინ ალ-შარაას სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს, თუმცა სამიზნე არ დაუკონკრეტებიათ. სირიის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. დრუზებსა და სუნიტ შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დაპირისპირება, სავარაუდოდ, გამოიწვია გავრცელებულმა ჩანაწერმა, სადაც წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფენ. სუნიტი მებრძოლების ვარაუდით, ჩანაწერი დრუზი მამაკაცის მიერ არის გაკეთებული.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)