|
2016-03-15 19:29:50, 778 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 16 მარტს აჭარას ეწვევა
გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი სამკურნალო დაწესებულება პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. პრემიერ-მინისტრი ასევე დაათვალიერებს მრავალფუნქციურ სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექს "Porta Tower"-ს, რომლის მშენებლობაც 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის „IUHB" გახსნის ცერემონიას დაესწრება. ჰოსპიტალი 103 პაციენტზეა გათვლილი და 400 ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტდა. მაღალი სამედიცინო-ტექნოლოგიური სტანდარტებით და მაღალი კლასის მომსახურებით გამორჩეული კლინიკა, რეგიონის მცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს, აჭარაშივე იყვნენ უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)