|
2025-04-30 17:01:16, 938 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ისრაელში ტყის ხანძრებს ებრძვიან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ძლიერი ხანძარი იერუსალიმთან ახლოს, ეშტაოლის ტყეში გაჩნდა, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, იერუსალიმის მახლობლად მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ხანძრის, სულ მცირე, ხუთი კერა მძვინვარებს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 63 სახანძრო ჯგუფი და 11 თვითმფრინავია ჩართული. ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა სამხედროებს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების მიზნით ჩართვა უბრძანა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა დახმარებისთვის კვიპროსს, ხორვატიას, იტალიასა და საბერძნეთს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)