|
2025-04-30 15:50:11, 1454 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
შესაძლოა, უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მოაწეროს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, მხარეები იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტზე, რომელიც უკრაინაში საინვესტიციო პროექტების მართვის ერთობლივი ფონდის შექმნას ითვალისწინებს, უკვე შეთანხმდნენ და მზად არიან, რომ შეთანხმებას ხელი დღესვე, 30 აპრილს მოაწერონ. მისი თქმით, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ვაშინგტონში გაემგზავრა. Bloomberg-ი დოკუმენტის პროექტის გაცნობის შედეგად წერს, რომ „მხარეები უკრაინის სამთო მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ პროექტებში ინვესტიციების გასაზრდელად შესაბამისი პირობების შექმნას შეეცდებიან“. „შეთანხმება აძლიერებს მხარეებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად გამოწვეული მასიური ნგრევის საპასუხოდ“, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში. შეგახსენებთ, 17 აპრილს აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის განზრახვას ადასტურებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)