11:25 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 14:52:09, 829 ნახვა

ეკონომიკა
სელფი მობაილი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორია

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, რეგიონში  ყველაზე გამორჩეული ფოტოხელოვნების ფესტივალის, „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორი და მობილური ფოტოგრაფიის კატეგორიის სპონსორია.

ფოტოხელოვნების სფეროს განვითარების მიზნით, ქოლგა თბილისი ფოტო უკვე 23 წელია რაც აერთიანებს დამწყებ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან. წელსაც, ტრადიციულად, ფესტივალი უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებს და საზოგადოებას გააცნობს  რჩეულ ფოტონამუშევრებს.

ფოტოკონკურსის კვირეული იხსნება დაჯილდოების ცერემონიალით, სადაც  საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო ერთი კადრი და მობილური ფოტო. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება მასტერკლასები, ვორქშოფები, სემინარები და დისკუსიები.

„სელფი მობაილის მოწოდებაა ხელი შეუწყოს ადამიანებს შორის გულწრფელ კავშირსა და ურთიერთობას.  ფოტოხელოვნება სწორედ ასეთი კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობად მიგვაჩნია, ხოლო საკუთრივ “ქოლგა თბილისი ფოტო” -  პლატფორმად, რომელიც სხვადასხვა კულტურას შორის დიალოგის შესანიშნავი  ფორმატია,” - აცხადებენ სელფი მობაილში.

ფესტივალი იმართება 2-6 მაისს. გაეცანით პროგრამას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics