|
2025-04-30 13:24:43, 1234 ნახვა
ომი უკრაინაში
მარკო რუბიო - დროა, მოსკოვმა და კიევმა ომის დასასრულებლად კონკრეტული წინადადებები წარადგინონ
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთმა და უკრაინამ მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგან, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ შუამდგომლობას შეწყვეტს. "[დრო მოვიდა], რომ ამ კონფლიქტის დასრულების გზებზე ორივე მხარემ კონკრეტული წინადადებები წარადგინოს". - ციტირებდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტემი ბრიუსი მარკო რუბიოს 29 აპრილის პრესბრიფინგზე. ბრიუსის თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, გამოეთიშება თუ არა ვაშინგტონი მოსკოვსა და კიევს შორის შუამდგომლობის პროცესს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელშია. "თუ პროგრესი არ იქნება, ჩვენ უკან დავიხევთ, როგორც მედიატორები ამ პროცესში". - თქვა პრესსპიკერმა. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ომში ჩართულ მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების დროულად მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)