|
2025-04-30 12:57:14, 802 ნახვა
მსოფლიო
მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ 12 მილიონი დოლარის აღდგენა დაავალა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას “რადიო თავისუფალი ევროპისთვის” კონგრესის მიერ გამოყოფილი 12 მილიონი აშშ დოლარის აღდგენა დაავალა. მოსამართლე როის ლამბერტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუძლია ცალმხრივად გააუქმოს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსება. მედიასაშუალების ადვოკატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეწყვიტა თითქმის ყველა კონტრაქტი ფრილანსერ ჟურნალისტებთან, არ გადაიხადა იჯარის ხელშეკრულებები და 122 თანამშრომელი აუნაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. ადვოკატების განმარტებით, თუ დაფინანსება არ აღდგება, 1-ელ მაისს კიდევ უფრო მეტ თანამშრომელს გაუშვებენ აუნაზღაურებად შვებულებაში და კიდევ უფრო მეტი კონტრაქტი გაუქმდება. “მაისის ბოლოსთვის “რადიო თავისუფლება” იძულებული იქნება გააუქმოს კონტრაქტები, რომლებიც მხარს უჭერს მის ძირითად საინფორმაციო გამოშვებებსა და რეპორტაჟებს. 2025 წლის ივნისში “რადიო თავისუფლება” თითქმის მთლიანად შეწყვეტს თავის საქმიანობას”, - აცხადებენ მოსარჩელე მხარის ადვოკატები. მთავრობის ადვოკატების მტკიცებით კი მოსამართლეს არ აქვს იურისდიქცია იმაზე, რაც კონტრაქტთან დაკავშირებულ დავას წარმოადგენს და ის ფედერალური სარჩელების სასამართლოს განსახილველად უნდა იქცეს. რადიო „თავისუფალი ევროპა“/“რადიო თავისუფლებამ“ მაუწყებლობა ცივი ომის დროს დაიწყო. მისი გადაცემები აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 23 ქვეყანაში 27 ენაზე გადაიცემა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)