09:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 12:22:07, 715 ნახვა

საზოგადოება
გიორგი აბდალაძე - გრიგოლ ვაშაძეს ვაჟკაცობა არ ეყო, გაგვწირა

გრიგოლ ვაშაძემ უდანაშაულო ადამიანი გამიშვა ციხეში, ვაჟკაცობა არ ეყო, ეთქვა, არანაირი დოკუმენტი არ აუღია საგარეო საქმეთა სამინისტროდანო. პრესკონფერენცია ჩაატარებინეს, სადაც თქვა, ეს მართლა ჯაშუშიაო, ჩვეულებრივად გაგვწირა, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

კომისიის სხდომაზე აბდალაძემ გაიხსენა მასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის ერთ-ერთი პრესკონფერენცია, როცა ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

„აღიარებით ჩვენებაზე მიმდინარეობდა საუბარი, თითქოს მე საგარეო საქმეთა სამინისტროდან რაღაც გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია ავიღე. გრიგოლ ვაშაძის სინდისსა და ნამუსზე იყოს. სად აქვს სინდისი, ნამუსი ან კაცობა, აღიაროს, რომ უდანაშაულო ადამიანი გამიშვა ციხეში, უდანაშაულო ადამიანები გვაწამეს იმის გამო, რომ ვაჟკაცობა არ ეყო, ეთქვა, ამ ბიჭს არანაირი დოკუმენტი არ აუღია საგარეო საქმეთა სამინისტროდანო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემდეგ მითხრა, გრიგოლ ვაშაძეს ვანომ დაურეკა და დაახურა თავზეო, რადგან გრიგოლ ვაშაძის პირველი განაცხადი იყო იმის თაობაზე, რომ ამ ბიჭს წვდომა არ ჰქონდა არცერთ დოკუმენტზე. ეს იყო მისი პირველი განცხადება. შემდეგ გააკეთა მეორე განცხადება, პრესკონფერენცია ჩაატარებინეს, სადაც თქვა, რომ რაღაც დოკუმენტები არის, ეს მართლა ჯაშუშია და ამასთან დაკავშირებით უამრავი მტკიცებულება არსებობსო. გაგვწირა ჩვეულებრივად, უდანაშაულო ხალხი გაგვწირა“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics