09:44 - 22 Oct, 2026
|
2025-04-30 09:30:40, 697 ნახვა
მსოფლიო
რუსული მხარის ინფორმაციით, 34 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის ივანოვოს, ნიჟნი ნოვგოროდისა და იაროსლავის აეროპორტებში, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებითი შეზღუდვები დაწესდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „როსავიაციის“ წარმომადგენელმა, არტემ კორენიაკომ განაცხადა. მისი თქმით, თვითმფრინავების ეკიპაჟები, დისპეტჩერები და აეროპორტის სამსახურები ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას იღებენ. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ხუთი რეგიონის თავზე 34 უკრაინული დრონი გაანადგურეს. უწყების ცნობით, 15 დრონი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 8 - ბრიანსკის ოლქში, 7 - ორიოლის ოლქში, 3 - ვლადიმირის ოლქის თავზე, ერთი კი - ბელგოროდის ოლქში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)