|
2025-04-29 20:33:54, 1494 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი სამხედრო წვრთნების საფარქვეშ ბელარუსში “რაღაცას“ ამზადებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "სამი ზღვის ინიციატივის" სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მონაწილე ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რათა მათ კიბერთავდასხმებთან და სხვა სახის საფრთხეებთან უკეთ გამკლავება შეძლონ. ზელენსკის თქმით, საჭიროა, რომ ქვეყნებმა საკუთარი ენერგო ინფრასტრუქტურის დაცვა შეძლონ, განსაკუთრებით, რუსეთის საზღვართან სიახლოვეს და ამისთვის ერთობლივი საგანგებო გეგმები უნდა იყოს შემუშავებული. ამასთანავე, ზელენსკიმ ისაუბრა ენერგო ქსელების, მილსადენების, სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და ზოგადად ყველა სახის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რათა მათ სათადარიგო მარშრუტები გააჩნდეთ. სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ბელარუსი "რაღაცას" გეგმავს, რისთვისაც, მისი თქმით, მეზობელი ქვეყანა სამხედრო წვრთნებს გამოიყენებს. ამით ზელენსკიმ ბელარუსის მხრიდან ახალ პოტენციურ სამხედრო მოქმედებებზე მიანიშნა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია. "ბელარუსს შეხედეთ. რუსეთი რაღაცას ამზადებს იქ, ამ ზაფხულს, სამხედრო წვრთნების საფარქვეშ და, როგორც წესი, ისინი ახალ იერიშს ამგვარად იწყებენ, მაგრამ არ ვიცი, თუ სად მოხდება ეს: უკრაინაში, ლიტვაში, პოლონეთში. ღმერთის წყალობით არ მოხდება, მაგრამ ყველას გვესაჭიროება, რომ მზად ვიყოთ". - თქვა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)