20:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 18:19:34, 621 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მაკრო ეკონომიკურ პარამეტრებს,სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, უცხოური ინვესტიციებით და დონორების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს.

სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა კომპანიის წარმომადგენლებს ასევე გააცნო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას ეხება.

კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაცნობა. თბილისში ისინი 2015 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics