|
2025-04-29 14:30:58, 750 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი - პირველ რიგში, კიევის ნეონაცისტური რეჟიმი უნდა გავანადგუროთ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ევროპის დენაციფიკაცია გვჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „ჩვენ ნამდვილი დენაციფიკაცია გვჭირდება. ნაციზმი, როგორც იდეოლოგია, სრულიად უნდა განადგურდეს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში. ეს კი სხვადასხვა სახელმწიფოების ერთობლივი მოქმედებებით უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. მისი თქმით, „უკრაინის ბედი გადაწყვეტილია და კიევის რეჟიმი უნდა განადგურდეს“. „ჩემი აზრით, უკრაინის ბედი წინასწარ გადაწყვეტილია. გაურკვეველია რამდენ ხანს გააგრძელებს მისი ნარჩენები ფუნქციონირებას, ვის დასჭირდება ის პრაგმატულ დასავლურ სამყაროში, ენერგორესურსების, ინდუსტრიის, პერსპექტივებისა და პოტენციალის გარეშე. პირველ რიგში, ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამარჯვებით უნდა დავასრულოთ და კიევის ნეონაცისტური რეჟიმი გავანადგუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კონფლიქტი მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა მედვედევმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)