|
2025-04-29 13:18:15, 745 ნახვა
მსოფლიო
ჯორჯია მელონი - პუტინის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ზავი არასაკმარისია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული სამდღიანი ზავი საკმარისი არ არის, უკრაინას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა სჭირდება, - ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, იტალია მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას და მოხარულია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, რითაც აჩვენებს, რომ უკრაინაც მშვიდობისკენ ისწრაფვის. „ახლა რუსეთმაც იგივე უნდა აჩვენოს. პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავისთვის გამოცხადებული სამდღიანი ზავი ხომ სულ სხვა რამ არის და აშკარად არასაკმარისია. მშვიდობა კი სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)