|
2025-04-29 11:32:05, 576 ნახვა
მსოფლიო
„ფრანს-პრესი“ - პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. „ეროვნული გადამცემი ქსელის ყველა ქვესადგური აღდგენილია და ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ქსელი სრულად სტაბილიზებულია“, - განაცხადა პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა. ასევე, „ფრანს-პრესის“ ცნობით, ელექტროენერგია ესპანეთის 99%-საც ნორმალურ რეჟიმში მიეწოდება. შეგახსენებთ, ესპანეთსა და პორტუგალიაში გუშინ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა, რამაც ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორის REN-ის ცნობით, ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს, თუმცა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)