|
2025-04-29 10:06:40, 788 ნახვა
მსოფლიო
მედია - ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი შინ ბეთის უფროსზე, რონენ ბარზე დაყრდნობით ავრცელებს. რონენ ბარის განცხადებით, პირად პასუხისმგებლობას იღებს იმის გამო, რომ სააგენტომ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა ვერ აღკვეთა. ბარი შინ ბეთის უფროსის თანამდებობას ოფიციალურად 15 ივნისს დატოვებს. როგორც გამოცემა წერს, ბარის გადადგომას წინ უსწრებდა მისი კრიტიკა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მისი გადადგომის მოთხოვნა. გასულ თვეში ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მისი გადაყენების შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ბარის გათავისუფლების საქმეს ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს. შინ ბეთის უფროსის განცხადებით, უზენაეს სასამართლოსთან ითანამშრომლებს, რათა სააგენტო მომავალში პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი დარჩეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)