|
2025-04-29 10:02:10, 909 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით უახლოეს დღეებში რუსეთზე ზეწოლა გაიზრდება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მომდევნო რვა-ათი დღის განმავლობაში რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდება, რათა უკრაინასთან ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ. „მომდევნო 8-10 დღის განმავლობაში რუსეთზე ზეწოლის გაზრდას ვგეგმავთ. სიფრთხილეს ვინარჩუნებ, რადგან ამ განტოლების ნაწილი მოსკოვზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში. მან ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება საომარი მოქმედებების დასრულების მისაღწევად. მაკრონის თქმით, მოახერხა შეერთებული შტატები კრემლზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობაში დაერწმუნებინა, მათ შორის ახალი სანქციების შესაძლო დაწესებით. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის ვატიკანში გამართულმა შეხვედრამ ხელი შეუწყო რუსეთზე ზეწოლის გაზრდას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)