|
2025-04-28 13:31:34, 711 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს იოჰან ვადეპული, რომელიც ბუნდესტაგში სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს იოჰან ვადეპული, რომელიც წარსულში ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე იყო. როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა დაასახელა იმ მინისტრების ვინაობა, რომლებიც გერმანიის ახალ მთავრობაში დაიკავებენ თანამდებობებს. როგორც ცნობილია გერმანიის მომავალი კანცლერის ფრიდირ მერცის მთავრობაში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრები 17-დან შვიდი მინისტრის პორტფელს მიიღებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოტს დაიკავებს 62 წლის კონსერვატორი პოლიტიკოსი იოჰან ვადეპული, რომელიც ამჟამად ბუნდესტაგში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობს და პასუხისმგებელია საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე. აღსანიშნავია, რომ ვადეფული წარსულში ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე იყო და ის საქართველოშიც იმყოფებოდა ვიზიტით. ვადეფული მხარს უჭერდა უკრაინის მიერ გერმანული შეიარაღების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. ამას გარდა ის რუსეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის გადახედვის მომხრეა. დღესვე დასახელდა გერმანიის ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი. ეს კატერინ რაიხე იქნება. ტრანსპორტის მინისტრის პორტფელს მიიღებს ბუნდესტაგის დეპუტატი პატრიკ შნაიდერი. გაციფრულების და მთავრობის მოდერნიზაციის ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი იქნება კარსტენ ვილდბერგერი, რომელიც Ceconomy AG и MediaMarktSaturn-Gruppe-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა. ჯანდაცვის მინისტრად წარდგენილია ნინა ვარკენი, ხოლო განათლების მინისტრი იქნება კარინ პრიენი. აღსანიშნავია, რომ დღესვე მინისტრობის კანდიდატებს ქრისტიან-სოციალური კავშირი და სოციალ-დემოკრატიული პარტიაც წარადგენენ. ცნობისთვის, 6 მაისს ბუნდესტაგმა ახალ კანცლერად ფრიდრიხ მერცი უნდა დაამტკიცოს.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)