|
2025-04-28 12:54:28, 631 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
კიევის, პოდოლის რაიონის სასამართლომ, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტი დეზერტირობის წახალისებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გაასამართლეს. იანუკოვიჩის გარდა, იმავე მუხლებით გაასამართლეს უკრაინის სახელმწიფო დაცვის უფროსის ყოფილი მოადგილეს, რომელიც ასევე პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. "პროკურორებმა სასამართლოში დაამტკიცეს, რომ 2014 წლის 23 თებერვალს, ყოფილმა პრეზიდენტმა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დახმარებით, საჰაერო გზით უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი". – წერია განაჩენში. იანუკოვიჩი უკრაინის სასამართლომ უკვე მეორედ ცნო დამნაშავეთ. პირველ, სახელმწიფო ღალატის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი 2019 წელს გაასამართლეს. იანუკოვიჩს დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)