22:31 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 12:43:27, 842 ნახვა

სამართალი
ანტონ ჩეჩინი დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრო – მას თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს

აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრო, მას თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს. 

გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩეჩინი დღევანდელ პროცესზე ვერ მიიყვანეს. სხდომა რამდენიმე წუთით გაიხსნა, მოგვიანებით კი შესვენება გამოცხადდა. სასამართლო პენიტენციური დაწესებულებიდან ელოდება განმარტებით წერილს, რატომ არ გამოცხადდა ჩეჩინი საკუთარ პროცესზე.

ჩეჩინის ადვოკატის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა, სასამართლოში გაიგო. 

როგორც ჩეჩინის ცოლი ამბობს, ექიმი ამბობს, რომ მის მეუღლეს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ არც ისე კარგია. როგორც იცით, კისტა თავში გაეზარდა. ყველამ იცის, რომ სიმსივნის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და როდესაც ადამიანს შეხვდება ამხელა ნერვიულობა და ამის შემდეგაც არავინ არაფერს არ ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, არც გამიკვირდა, რომ ის კისტა გაეზარდა.

ექიმიც ამბობს, რომ სასწრაფოდ საოპერაციოა, თუმცა თვითონ უარზე არის, რადგან ჯერ საკმაოდ საშიში ქვეყნიდან ჩამოვიდა და ეგონა, რომ აქ იქნებოდა უსაფრთხოდ, შემდეგ აქ ჩაუდეს ნარკოტიკები. ამიტომ საქართველოში უკვე აღარავის და აღარაფერს ენდობა, ამბობს, რომ სანამ არ გამოვა, ოპერაციასაც არ გაიკეთებს. რა თქმა უნდა, მოსამართლე არაფერს ითვალისწინებს. იმედი მაქვს, რომ აღარ გაიზრდება და იქამდე მაინც გაძლებს, სანამ ის ციხიდან გამოვა" - ამბობს ჩეჩინის ცოლი TV პირველთან.

წინა სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ ჩეჩინისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები მიზეზად ჩეჩინის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდნენ. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ჩეჩინი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს სახლთან დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics