18:32 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 14:10:29, 683 ნახვა

სამართალი
საზმაუს მონიტორინგის საბჭო: ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ეკა მიშველაძის გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პოლიტიკური ნიშნით მოხდა, -  ასეთ დასკვნას საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო აქვეყნებს, რომელმაც საკითხი შეისწავლა.

როგორც მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენელმა ემზარ გოგუაძემ განაცხადა, პოლიტიკური დევნა ეკა მიშველაძეზე იმ მიზეზით განხორციელდა, რომ ის ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის მეუღლეა. 

ამასთან ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ მონიტორინგის საბჭოს დასკვნა არ უკვირს. მისი თქმით, ამ დასკვნას აუცილებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგენს.

"სასარგებლოა მონიტორინგის საბჭოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში წავიღებ. საბჭომ ჩემი განცხადების საფუძველზე განიხილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩემი გათავისუფლების საკითხი და მათ მიიჩნიეს ეს არაკანონიერად. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ აქ იყო პოლიტიკური ინტერესი და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვაც. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა. მოხარული ვარ, რომ მონიტორინგის საბჭო ამ საკიტხით დაინტერესდა", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

საბჭოს დასკვნის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური დევნა განხორციელდა. საუბარია გენერალური დირექტორის მრჩეველ ბასა ჯანიკშვილზე, რომელმაც საჯარო სივრცეში განაცხადა ეკა მიშველაძის ინტერესთა კონფლიქტზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics