12:19 - 20 Aug, 2026
|
2025-04-23 10:05:49, 1416 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსულმა ძალებმა ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, დაღუპულია 9 ადამიანი
რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, დაღუპულია 9 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. სერგეი ლისაკის ცნობით, დღეს დილით რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში დრონების გამოყენებით ავტობუსს დაარტყეს, რომელშიც ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. „მტრის თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ბოლო ინფორმაციით, 30 ადამიანი დაშავდა“, - წერს ლისაკი „ტელეგრამის“ არხზე. ლისაკის ინფორმაციით, რუსებმა ნიკოპოლსაც შეუტიეს, თუმცა თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)