07:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-21 18:07:31, 794 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო

პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო, - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რომის პაპის გარდაცვალებას.

„ის ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იყო. ათწლეულების განმავლობაში არგენტინაში დაუცველ ადამიანებს ემსახურებოდა. როგორც რომის პაპი ის მოსიყვარულე მოძღვარი და მასწავლებელი იყო, რომელმაც სხვადასხვა აღმსარებლობებს ხელი გაუწოდა. ის უძლური ადამიანების დამცველი იყო. ხელს უწყობდა თანასწორობის გავრცელებასა და მთელ მსოფლიოში სიღარიბისა და ტანჯვის დასრულებას. რაც მთავარია, ის ყველას პაპი იყო. ის ხალხის პაპი იყო“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

რომის პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც გამოეხმაურა.

„თავისი თავმდაბლობითა და ჟესტებით, რომელიც ერთდროულად მარტივი და ძლიერი იყო, მან შეგვახსენა, რომ ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე ჩვენ მორალური ვალდებულებები გვაკავშირებს“, - დაწერა ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics