|
2025-04-19 10:29:22, 648 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თანახმად, ირანს სჯერა, რომ აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ, მისი თქმით, ვაშინგტონი "არარეალისტურ მოთხოვნებს" არ წარადგენს. ამის შესახებ არაღჩიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. "თუ ისინი განზრახვის სერიოზულობას აჩვენებენ და არარეალისტურ მოთხოვნებს არ წარმოადგენენ, შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელია". - თქვა არაღჩიმ. 18 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთს ეწვია და მოსკოვში აშშ-სთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარა. ლავროვის თქმით, რუსეთი "მზად არის, რომ დაეხმაროს, იშუამდგომლოს და ნებისმიერი როლი შეასრულოს, რომელიც ირანისთვისა და აშშ-სთვის სასარგებლო იქნება". ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ, IRNA-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაღჩი მომდევნო დღებში პეკინსაც ეწვევა. 15 აპრილს ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა X-ზე დაწერა, რომ ირანმა "უნდა შეწყვიტოს და შეაჩეროს ბირთვული გამდიდრება", რათა ვაშინგტონთან შეთანხმებას მიაღწიოს. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აპრილს ომანში გაიმართა, მეორე რაუნდი კი 19 აპრილს რომში გაიმართება. შეხვედრა ომანის დედაქალაქ მუსკატში ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაიყო. მხარეებმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ილაპარაკეს. როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, შეხვედრაზე უიტკოფმა და არაღჩიმ "ცოტა ხნის განმავლობაში ისაუბრეს". ირანულმა მხარემაც დისკუსიები "კონსტრუქციულად" მოიხსენია. მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეხვედრა "კონსტრუქციულად" არის მოხსენიებული. "დისკუსიები ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული იყო და აშშ ღრმად მადლიერია ომანის სასულთნოსი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. სპეციალურმა წარმომადგენელმა უიტკოფმა დოქტორ არაღჩისთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მას პრეზიდენტმა ტრამპმა დაავალა, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის სხვაობები დიალოგისა და დიპლომატიის გზით მოაგვაროს, თუ ეს შესაძლებელია". - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)