09:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 17:12:39, 520 ნახვა

მსოფლიო
იაპონია უკრაინას რეკონსტრუქციისა და თავდაცვის მიზნებისთვის $3 მილიარდს გადასცემს

იაპონიამ უკრაინასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ტოკიო კიევს გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსებულ $3 მილიარდი დოლარის სესხს გადასცემს. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება

სესხი G7-ის Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine პროგრამის ნაწილია, რომელიც კიევისთვის  $50-მილიარდიანი სესხის გაცემას ითვალისწინებს რეკონსტრუქციისა და თავდაცვის მიზნებისთვის. 

გამოყოფილი თანხა G7-ის წევრი სახელმწიფოების კონტროლქვეშ არსებული $300 მილიარდის ღირებულების გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული პროცენტით დაიფარება. 

"იაპონია საერთაშორისო სოლიდარობის მოკაშკაშე მაგალითია, რომელიც უკრაინის ლიდერი პარტნიორი გახდა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ბრძოლაში". - თქვა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ კიევში იაპონიის ელჩ მასაში ნაკაგომესთან ერთად შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ. 

"დღევანდელ შეთანხმებაზე ხელმოწერა არამხოლოდ ჩვენი გადაუდებელი საბიუჯეტო საჭიროებების გადაწყვეტაში დაგვეხმარება, არამედ ასევე იქნება კიდევ ერთი დასტური იაპონიის გულწრფელი ერთგულებისა საზიარო ღირებულებების მიმართ, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს". - დაამატა მარჩენკომ. 

იაპონიის მიერ გამოყოფილი თანხა 30 წელზე გადანაწილდება და გადამისამართდება უკრაინის ფინანსთა მინისტრის მიერ ნახსენებ საბიუჯეტო საჭიროებებზე, რათა უკრაინას რეკონსტრუქციასა და განვითარებაში დაეხმაროს. 

უკრაინისთვის G7-ის მიერ გაცემული სესხიდან უდიდესი წილი ევროკავშირსა და აშშ-ზე მოდის, რომლებიც ამისთვის დაახლოებით $20-20 მილიარდს გამოყოფენ. იაპონია, გაერთიანებული სამეფო და კანადა დანარჩენ თანხებს უზრუნველყოფენ. 

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ტოკიო კიევის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ბოლო სამი წლის განმავლობაში იაპონიამ უკრაინას დაახლოებით $8.5 მილიარდის ღირებულების დახმარება გადასცა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics